Slide 1

ჩვენი აკადემია

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია მდიდარი ისტორიის უმნიშვნელოვანესი და პირველი საზღვაო საგანმანათლებლო ცენტრია საქართველოში.

Slide 2

საერთაშორისო ურთიერთობები

საზღვაო აკადემია აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა წარმატებული ქვეყნების საზღვაო განათლების ცენტრებთან და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციებთან. ყოველივე ხელს უწყობს ქართული საზღვაო სკოლის სტატუსის ამაღლებას და ჩვენი კადრების დასაქმების ხელშეწყობას შრომის საერთაშორისო საზღვაო ბაზარზე.

Slide 3

სწავლა ჩვენთან

საზღვაო აკადემია ახორციელებს აკრედიტირებულ პროფესიულ, ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებს. სასწავლებლის მდიდარი მატერიალურ–ტექნიკური ბაზა, კვალიფიციური კადრები და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები თქვენი წარმატების საფუძველია პროფესიულ საქმიანობაში.

Previous Next

ელექტრონული სწავლების პორტალი

საზღვაო აკადემიის საგანმანათლებლო ყველა პროგრამაში ქართველი და უცხოელ სტუდენტებისათვის აქტიურად ინერგება ელექტრონული სწავლება.

სტუდენტთა შეფასების სისტემა

აკადემიის სტუდენტთა ვებ-პორტალი, სადაც განთავსებულია ინფორმაცია მათი აკადემიური მდგომარეობის შესახებ, საგამოცდო საკითხები და საგამოცდო განრიგი.

ვიდეო

ნოემბერი 2017

ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30

სიახლის გამოწერა

სახელი:
ელ. ფოსტა:

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

28 მაისი 2012 წელი

 

....სასწავლო უნივერსიტეტი-ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატის შერჩევის მიზნით კონკურსის გამოცხადების, პრეტენდენტთა რეგისტრაციის დაწყებისა და მათი შერჩევის კრიტერიუმების შესახებ

1.  2012 წლის 28 მაისს 10.00 საათიდან  ცხადდება კონკურსი ს.ს.ი.პ. – სასწავლო უნივერსიტეტი - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.

2.  პრეტენდენტთა რეგისტრაცია დაიწყება საზღვაო აკადემიის  მისამართზე:  ქ. ბათუმი, რუსთაველის ქ. #53, აკადემიის საარჩევნო კომისიაში (ძირითადი კორპუსი, III  სართული # 1316 კაბ.).

3.  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატობის პრეტენდენტთა რეგისტრა-ციის ბოლო ვადად განისაზღვრა  2012 წლის 01 ივნისი -12.00 საათი.

4.  აკადემიური საბჭოს მიერ შემოსული განცხადებების განხილვისა და კონკურსის საფუძველზე შერჩეული კანდიდატურის წარმომადგენლობით საბჭოსათვის წარდგენის ბოლო ვადად განისაზღვრა   2012  წლის 01 ივნისი - 17.00 საათი.

5.  დადგინდა პრეტენდენტთათვის აუცილებელი შესარჩევი მინიმალური კრიტერიუმები:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.

6.  კანდიდატმა სარეგისტრაციოდ უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის (დიპლომის) ასლი;

გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

დ) ავტობიოგრაფია/CV;

ე) სამოქმედო გეგმა;

ვ)  2 ც. ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3/4–ზე;

აკადემიის საარჩევნო კომისია