Slide 1

ჩვენი აკადემია

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია მდიდარი ისტორიის უმნიშვნელოვანესი და პირველი საზღვაო საგანმანათლებლო ცენტრია საქართველოში.

Slide 2

საერთაშორისო ურთიერთობები

საზღვაო აკადემია აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა წარმატებული ქვეყნების საზღვაო განათლების ცენტრებთან და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციებთან. ყოველივე ხელს უწყობს ქართული საზღვაო სკოლის სტატუსის ამაღლებას და ჩვენი კადრების დასაქმების ხელშეწყობას შრომის საერთაშორისო საზღვაო ბაზარზე.

Slide 3

სწავლა ჩვენთან

საზღვაო აკადემია ახორციელებს აკრედიტირებულ პროფესიულ, ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებს. სასწავლებლის მდიდარი მატერიალურ–ტექნიკური ბაზა, კვალიფიციური კადრები და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები თქვენი წარმატების საფუძველია პროფესიულ საქმიანობაში.

Previous Next

ელექტრონული სწავლების პორტალი

საზღვაო აკადემიის საგანმანათლებლო ყველა პროგრამაში ქართველი და უცხოელ სტუდენტებისათვის აქტიურად ინერგება ელექტრონული სწავლება.

სტუდენტთა შეფასების სისტემა

აკადემიის სტუდენტთა ვებ-პორტალი, სადაც განთავსებულია ინფორმაცია მათი აკადემიური მდგომარეობის შესახებ, საგამოცდო საკითხები და საგამოცდო განრიგი.

ვიდეო

ნოემბერი 2017

ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30

სიახლის გამოწერა

სახელი:
ელ. ფოსტა:

ღია კონკურსი პროექტზე: „ეფექტურად გამოვიყენოთ რეგიონის ტურისტული პოტენციალი“

19 აპრილი 2016 წელი

საკონკურსო პირობები:

1.     პროექტის შინაარსი. პროექტი უნდა ატარებდეს ტურიზმის სფეროში კვლევითი ან კონსალტინგური მომსახურების ხასიათს. ძირითად მიმართულებას უნდა წარმოადგენდეს რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესწავლა და მისი ეფექტური გამოყენების შესაძლებლობების გამოვლენა.

პროექტით მიღებულმა შედეგებმა ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში ან მის ცელკეულ რეგიონში ტურიზმის, მათ შორის საკრუიზო ტურიზმის განვითარებას.

 

2.     პროექტის ხელმძღვანელი. ბსსა-ს ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავვლებლები.

 

3.   პროექტში ჩართულ მხარეები:

-       ბსსა-ს ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტთან არსებული „საკრუიზო ტურიზმში კომპეტენციათა  რეგიონული ცენტრი“;

-       სახელმწიფო სტრურტურა/სტრუქტურები ან ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები (მათი მონაწილეობა უნდა დადასტურდეს შესაბამისი დოკუმენტით);

-       ბსსა-ს სტუდენტები;

-       სხვა დაინტერესებული მხარეები (პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე).

 

4.     განხორციელების ვადები. პროექტი უნდა განხორციელდეს 2016 წლის მაისი - აგვისტოს თვეში. წარმოდგენილ პროექტს თან უნდა ახლდეს პროექტის ცალკეული ეტაპების შესრულების გრაფიკი.

 

5.   მოსალოდნელი შედეგი. პროექტის შედეგებმა ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში ან მის ცელკეულ რეგიონში ტურიზმის, მათ შორის საკრუიზო ტურიზმის განვითარებას.

პროექტის დაწყება, მიმდინარეობა და დასრულება უნდა გაშუქდეს საინფორმაციო საშუალებებში და აისახოს შესაბამისი ორგანიზაციების ანგარიშებში, ასევე ბსსა-ს და სხვა ადგილობრივი და საერთაშორისო მნიშვნელობის სასწავლო და სამეცნიერო ღონისძიებებში.

 

6.     საჭირო რესურსი. ბსსა-ს ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტთან არსებული „საკრუიზო ტურიზმში კომპეტენციათა რეგიონული ცენტრი“ უზრუნველყოფს სტუდენტების ჩართულობის ორგანიზაციას და მის ხელთ არსებული რესურსებით პროექტის მხარდაჭერას.

 პროექტის მიმდინარეობის შესახებ ანგარიშები წარდგენილი იქნება ტემპუსის პროექტის Projekt 543681-TEMPUS-1-2013-1-DE-TEMPUS-JPHES „Network of competence centres for the development of cruise tourism in the Black Sea region" – CruiseTსაკოორდინაციო შეხვედრებზე რუმინეთში (2016 წლის 12-17 ივნისი) და ამავე პროექტის შემაჯამებელ შეხვედრაზე ბათუმში (2016 წლის 2-11 სექტემბერი).

 

  1. განაცხადის შემოტანის ვადები და ადგილი. პროექტის შესახებ განაცხადი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს 2016 წლის 29 მაისი ჩათვლით ბსსა-ს ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე.