Slide 1

ჩვენი აკადემია

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია მდიდარი ისტორიის უმნიშვნელოვანესი და პირველი საზღვაო საგანმანათლებლო ცენტრია საქართველოში.

Slide 2

საერთაშორისო ურთიერთობები

საზღვაო აკადემია აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა წარმატებული ქვეყნების საზღვაო განათლების ცენტრებთან და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციებთან. ყოველივე ხელს უწყობს ქართული საზღვაო სკოლის სტატუსის ამაღლებას და ჩვენი კადრების დასაქმების ხელშეწყობას შრომის საერთაშორისო საზღვაო ბაზარზე.

Slide 3

სწავლა ჩვენთან

საზღვაო აკადემია ახორციელებს აკრედიტირებულ პროფესიულ, ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებს. სასწავლებლის მდიდარი მატერიალურ–ტექნიკური ბაზა, კვალიფიციური კადრები და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები თქვენი წარმატების საფუძველია პროფესიულ საქმიანობაში.

Previous Next

ელექტრონული სწავლების პორტალი

საზღვაო აკადემიის საგანმანათლებლო ყველა პროგრამაში ქართველი და უცხოელ სტუდენტებისათვის აქტიურად ინერგება ელექტრონული სწავლება.

სტუდენტთა შეფასების სისტემა

აკადემიის სტუდენტთა ვებ-პორტალი, სადაც განთავსებულია ინფორმაცია მათი აკადემიური მდგომარეობის შესახებ, საგამოცდო საკითხები და საგამოცდო განრიგი.

ვიდეო

ნოემბერი 2017

ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30

სიახლის გამოწერა

სახელი:
ელ. ფოსტა:

საქმიანი ვიზიტი რიგაში

15 აპრილი 2016 წელი

როგორც  მოგეხსენებათ, ბათუმის სახელმწიფო  საზღვაო აკადემიასა  და  ლატვიის  საზღვაო აკადემიას  შორის ხელმოწერილი მემორანდუმის თანახმად, აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის განათლების, სპორტისა და ტურიზმის სამინისტროს დაფინანსებით და ხელშეწყობით 2016 წლის  3 აპრილიდან  9 აპრილის ჩათვლით ბათუმის სახელმწიფო  საზღვაო აკადემიის პროფესორ-მასწავლებელთა სამუშაო ჯგუფი შემადგენლობით: ციური ყურშუბაძე, ლუიზა სიხარულიძე, შოთა კუნჭულია, ზაზა შუბლაძე, მერაბ ცეცხლაძე- იმყოფებოდა ლატვიის  საზღვაო აკადემიაში, სასწავლო  კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად და  გამოცდილების გასაზიარებლად.

ლატვიის  საზღვაო აკადემიის   ლექტორატთან სამუშაო შეხვედრისას  მოხდა  სასწავლო საგანმანათლებლო პროგრამების ურთიერთ გაცნობის პროცედურა, დაისახა ურთიერთობების   და  შემოქმედებითი აქტივობის  გეგმები. ბსსა პროფესორ-  მასწავლებლები გაეცნენ „საზღვაო ნავიგაციის“, „გემის მექანიკოსის“,  „ელექტრომექანიკოსის“ და „ნავსადგურებისა და ტერმინალების გადამტვირთავი აღჭურვილობის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების     სწავლების  მეთოდებს და ინოვაციურ წამოწყებებს.

საზღვაო ნავიგაციის მიმართულებით დიდი ყურადღება მიექცა ელექტრონული კარტოგრაფიის სასწავლო ლაბორატორიებს.

გემთმექანიკური მიმართულებით ყურადღება მიექცა თანამედროვე, ვირტუალური ლაბორატორიების გამოყენებას, რომელიც სტუდენტებს დაეხმარება  სპეციალობით სასწავლო დისციპლინების ათვისებაში.

„ნავსადგურებისა და ტერმინალების გადამტვირთავი აღჭურვილობის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ურთიერთ გაზიარებისას, დაისახა ახალი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის „ნავსადგურებისა და ტერმინალების ტექნიკური მენეჯმენტის“ ერთობლივი პროექტის განხილვა.