Slide 1

ჩვენი აკადემია

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია მდიდარი ისტორიის უმნიშვნელოვანესი და პირველი საზღვაო საგანმანათლებლო ცენტრია საქართველოში.

Slide 2

საერთაშორისო ურთიერთობები

საზღვაო აკადემია აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა წარმატებული ქვეყნების საზღვაო განათლების ცენტრებთან და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციებთან. ყოველივე ხელს უწყობს ქართული საზღვაო სკოლის სტატუსის ამაღლებას და ჩვენი კადრების დასაქმების ხელშეწყობას შრომის საერთაშორისო საზღვაო ბაზარზე.

Slide 3

სწავლა ჩვენთან

საზღვაო აკადემია ახორციელებს აკრედიტირებულ პროფესიულ, ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებს. სასწავლებლის მდიდარი მატერიალურ–ტექნიკური ბაზა, კვალიფიციური კადრები და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები თქვენი წარმატების საფუძველია პროფესიულ საქმიანობაში.

Previous Next

ელექტრონული სწავლების პორტალი

საზღვაო აკადემიის საგანმანათლებლო ყველა პროგრამაში ქართველი და უცხოელ სტუდენტებისათვის აქტიურად ინერგება ელექტრონული სწავლება.

სტუდენტთა შეფასების სისტემა

აკადემიის სტუდენტთა ვებ-პორტალი, სადაც განთავსებულია ინფორმაცია მათი აკადემიური მდგომარეობის შესახებ, საგამოცდო საკითხები და საგამოცდო განრიგი.

ვიდეო

ნოემბერი 2017

ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30

სიახლის გამოწერა

სახელი:
ელ. ფოსტა:

III რეგიონული სიმპოზიუმი ,,საკრუიზო ტურიზმი - მსოფლიო გამოცდილება და მისი განვითარების პერსპექტივები შავი ზღვის რეგიონში“

29 მარტი 2016 წელი

25-26 მარტს ტემპუსის პროექტის - „კომპეტენციათა ცენტრების ქსელი  შავი ზღვის რეგიონის საკრუიზო ტურიზმის განვითარების მიზნებისათვის" (Projekt 543681-TEMPUS-1-2013-1-DE-TEMPUS-JPHES „Network of competence centres for the development of cruise tourism in the Black Sea region -  CruiseT" - ფარგლებში, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში III რეგიონული სიმპოზიუმი ,,საკრუიზო ტურიზმი - მსოფლიო გამოცდილება და მისი განვითარების პერსპექტივები შავი ზღვის რეგიონში- ჩატარდა.

სიმპოზიუმი ჩატარდა გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის, ქუთაისის უნივერსიტეტისა  და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით.

საქართველოში ტემპუსის პროექტის კოორდინატორმა რომან მამულაძემ სრულად მიმოიხილა ის ღონისძიებები, რომლებიც პროექტის ფარგლებში გაიმართა და ყურადღება გაამახვილა უახლოეს პერიოდში დაგეგმილ ვიზიტებზე იტალიასა და რუმინეთში. ასევე, საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც სექტემბრის თვეში ბათუმში გაიმართება.

მისი თქმით, პროექტის ფარგლებში ბათუმში, ხერსონსა და ოდესაში ტურიზმის კომპეტენციათა ცენტრები უკვე შეიქმნა, ასევე, დიდი წარმატებაა სამაგისტრო პროგრამის შექმნა ტურიზმის მენეჯმენტში, რომელშიც ყველა პარტნიორი უნივერსიტეტის როლი უდავოდ დიდია. 

დამსწრე საზოგადოებასა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით კსუ-ს რექტორმა კახაბერ კორძაიამ და გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი მათიაშვილმა მიმართეს.

სექციებში მუშაობისას მომხსენებლებმა მომხსენებლებმა ისეთ თემებზე გაამახვილეს ყურადღება, როგორებიცაა - ,,საკრუიზო ტურიზმის რეტროსპექტივა და პერსპექტივა“, ,,ტურისტული ვებსაიტების დაწინაურების მექანიზმები და სტრატეგიები“, ,,საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის მარკეტინგული ასპექტები“ და სხვა.