Slide 1

ჩვენი აკადემია

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია მდიდარი ისტორიის უმნიშვნელოვანესი და პირველი საზღვაო საგანმანათლებლო ცენტრია საქართველოში.

Slide 2

საერთაშორისო ურთიერთობები

საზღვაო აკადემია აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა წარმატებული ქვეყნების საზღვაო განათლების ცენტრებთან და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციებთან. ყოველივე ხელს უწყობს ქართული საზღვაო სკოლის სტატუსის ამაღლებას და ჩვენი კადრების დასაქმების ხელშეწყობას შრომის საერთაშორისო საზღვაო ბაზარზე.

Slide 3

სწავლა ჩვენთან

საზღვაო აკადემია ახორციელებს აკრედიტირებულ პროფესიულ, ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებს. სასწავლებლის მდიდარი მატერიალურ–ტექნიკური ბაზა, კვალიფიციური კადრები და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები თქვენი წარმატების საფუძველია პროფესიულ საქმიანობაში.

Previous Next

ელექტრონული სწავლების პორტალი

საზღვაო აკადემიის საგანმანათლებლო ყველა პროგრამაში ქართველი და უცხოელ სტუდენტებისათვის აქტიურად ინერგება ელექტრონული სწავლება.

სტუდენტთა შეფასების სისტემა

აკადემიის სტუდენტთა ვებ-პორტალი, სადაც განთავსებულია ინფორმაცია მათი აკადემიური მდგომარეობის შესახებ, საგამოცდო საკითხები და საგამოცდო განრიგი.

ვიდეო

ნოემბერი 2017

ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30

სიახლის გამოწერა

სახელი:
ელ. ფოსტა:

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

17 მარტი 2016 წელი

საქართველოში უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე რეფორმების ძირითადი პრინციპების, კვლევებისა და სწავლების ინტეგრირების, აკადემიური პროგრამების ხარისხის ამაღლების და დაახლოების პრაქტიკული გა-ნხორცილების მიზნით, დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და სსიპ ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, შემოქმედებით, სამეცნიერო-კვლევით და სასწავლო-აკადემიურ საკითხებში.
ურთიერთანამშრომლობა მიზნად ისახავს:
• შემოქმედებითი მუშაობისა და აკადემიური განათლებისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური რესურსების ეფექტურად გამოყენებას;
• თეორიული და საშემსრულებლო მიმართულების სპეციალისტთა მიერ მასტერკლასების, საჯარო ლექციების და სხვა სასწავლო-შემოქმედებითი მუშაობის ჩატარებას;
• ცალკეულ მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების მომზადებაში თანამშრომლობასა და კონსულტაციების გაწევას;
• ერთობლივი შემოქმედებითი პროექტების შემუშავებასა და განხორციელებას.