Slide 1

ჩვენი აკადემია

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია მდიდარი ისტორიის უმნიშვნელოვანესი და პირველი საზღვაო საგანმანათლებლო ცენტრია საქართველოში.

Slide 2

საერთაშორისო ურთიერთობები

საზღვაო აკადემია აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა წარმატებული ქვეყნების საზღვაო განათლების ცენტრებთან და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციებთან. ყოველივე ხელს უწყობს ქართული საზღვაო სკოლის სტატუსის ამაღლებას და ჩვენი კადრების დასაქმების ხელშეწყობას შრომის საერთაშორისო საზღვაო ბაზარზე.

Slide 3

სწავლა ჩვენთან

საზღვაო აკადემია ახორციელებს აკრედიტირებულ პროფესიულ, ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებს. სასწავლებლის მდიდარი მატერიალურ–ტექნიკური ბაზა, კვალიფიციური კადრები და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები თქვენი წარმატების საფუძველია პროფესიულ საქმიანობაში.

Previous Next

ელექტრონული სწავლების პორტალი

საზღვაო აკადემიის საგანმანათლებლო ყველა პროგრამაში ქართველი და უცხოელ სტუდენტებისათვის აქტიურად ინერგება ელექტრონული სწავლება.

სტუდენტთა შეფასების სისტემა

აკადემიის სტუდენტთა ვებ-პორტალი, სადაც განთავსებულია ინფორმაცია მათი აკადემიური მდგომარეობის შესახებ, საგამოცდო საკითხები და საგამოცდო განრიგი.

ვიდეო

ნოემბერი 2017

ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30

სიახლის გამოწერა

სახელი:
ელ. ფოსტა:

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში სასერტიფიკაციო კურსები დაიწყო!

15 მარტი 2016 წელი

მიმდინარე წლის 14 მარტიდან 18 მარტის ჩათვლით ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში TEMPUS-ის პროექტის Projekt 543681-TEMPUS-1-2013-1-DE-TEMPUS-JPHES „Network of competence centres for the development of cruise tourism in the Black Sea region" - CruiseT და ბიზნესისა და მართვის  ფაკულტეტთან არსებული „საკრუზო ტურიზმში კომპეტენციათა რეგიონული ცენტრის“ ფარგლებში მიმდინარეობს სასერტიფიკაციო კურსები შემდეგი მიმართულებით:

1.  „პერსონალის მართვა“

2.  „მარკეტინგი და პიარი“

3.  „ტურიზმისა და მასპინძლობის მარკეტინგი

4.  „ბიზნესის პროექტირება“

5.  თანამედროვე ბიზნეს-მოდელები ტურიზმში

აღნიშნულ სასერტიფიკაციო კურსებს 60-მდე მსმენელი გაივლის.  კურსები გათვალისწინებულია ადგილობრივ თვითმმართველობებში, ბიზნეს-სექტორში, ტურიზმის სფეროს კერძო და სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთათვის, ტურიზმის საკითხებით დაინტერესებული პირებისათვის, ბიზნესისა და ეკონომიკის მიმართულების სტუდენტებისა და მაგისტრანტებისათვის.

 კურსები უფასოა, მისი დასრულებისას გაიცემა ორენოვანი საუნივერსიტეტო სერტიფიკატი.