Slide 1

ჩვენი აკადემია

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია მდიდარი ისტორიის უმნიშვნელოვანესი და პირველი საზღვაო საგანმანათლებლო ცენტრია საქართველოში.

Slide 2

საერთაშორისო ურთიერთობები

საზღვაო აკადემია აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა წარმატებული ქვეყნების საზღვაო განათლების ცენტრებთან და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციებთან. ყოველივე ხელს უწყობს ქართული საზღვაო სკოლის სტატუსის ამაღლებას და ჩვენი კადრების დასაქმების ხელშეწყობას შრომის საერთაშორისო საზღვაო ბაზარზე.

Slide 3

სწავლა ჩვენთან

საზღვაო აკადემია ახორციელებს აკრედიტირებულ პროფესიულ, ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებს. სასწავლებლის მდიდარი მატერიალურ–ტექნიკური ბაზა, კვალიფიციური კადრები და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები თქვენი წარმატების საფუძველია პროფესიულ საქმიანობაში.

Previous Next

ელექტრონული სწავლების პორტალი

საზღვაო აკადემიის საგანმანათლებლო ყველა პროგრამაში ქართველი და უცხოელ სტუდენტებისათვის აქტიურად ინერგება ელექტრონული სწავლება.

სტუდენტთა შეფასების სისტემა

აკადემიის სტუდენტთა ვებ-პორტალი, სადაც განთავსებულია ინფორმაცია მათი აკადემიური მდგომარეობის შესახებ, საგამოცდო საკითხები და საგამოცდო განრიგი.

ვიდეო

ნოემბერი 2017

ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30

სიახლის გამოწერა

სახელი:
ელ. ფოსტა:

II საერთაშორისო კონფერენცია „საზღვაო ინდუსტრიის ინოვაციური გამოწვევები: საზღვაო ტრანსპორტი, საინჟინრო ტექნოლოგიები, ლოგისტიკა, ტურიზმი“

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია გიწვევთ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება 2016 წლის 05-06 სექტემბერს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში.

კონფერენციის  თემატიკა  - საზღვაო ტრანსპორტის, ინჟინერიისა და ტურიზმის განვითარებისათვის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, დასაქმების ბაზრის მოთხოვნებისა და პერსპექტივების განხილვა.

კონფერენციის მიმართულებები:

1. საზღვაო რესურსების და პოტენციალის ათვისების ხელშწყობის ძირითადი მიმართულებები და საშუალებები;

2. IMO- კონვენციათა იმპლემენტაციის ასპექტები;

3. საზღვაო განათლებისა და საკვალიფიკაციო მომზადების თანამედროვე გამოწვევები;

4ინოვაციები საზღვაო ტექნოლოგიებში (ახალი მანქანა-დანადგარები, მართვისა და კონტროლის სისტემები, საინფორმაციო ტექნოლოგიები);

5ნავსადგურებისა და ტერმინალების ინფრასტრუქტურის განვითარების პერსპექტივები  საზღვაო სექტორში;

6რეგიონული ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარების ტენდენციები და პრობლემები;

7ლოგისტიკის განვითარების რეგიონული თავისებურებები: პრობლემები და პერსპექტივები;

8. რეგიონში ტურიზმის განვითარების თანამედროვე ტენდენციები და პერსპექტივები.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2016 წლის 20 აპრილამდე  უნდა წარმოადგინონ მოხსენების თემა, ანოტაცია, მომხსენებლის რეკვიზიტები შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: n.dolidze@bsma.edu.ge; m.tugushi@bsma.edu.ge.   

მომხსენებლებმა 2016 წლის 30 ივნისამდე უნდა წარმოადგინონ სტატიების ელექტრონული ვერსიები. დამატებით ინფორმაციას ინსტრუქციებთან, ვადებსა და სხვა დეტალებთან დაკავშირებით მოგაწვდით მოგვიანებით.

ორგანიზატორიბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია

კონფერენციის ადგილიბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია

კონფერენციის ენაქართული, ინგლისური და რუსული (სინქრონული თარგმანით)