Slide 1

ჩვენი აკადემია

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია მდიდარი ისტორიის უმნიშვნელოვანესი და პირველი საზღვაო საგანმანათლებლო ცენტრია საქართველოში.

Slide 2

საერთაშორისო ურთიერთობები

საზღვაო აკადემია აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა წარმატებული ქვეყნების საზღვაო განათლების ცენტრებთან და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციებთან. ყოველივე ხელს უწყობს ქართული საზღვაო სკოლის სტატუსის ამაღლებას და ჩვენი კადრების დასაქმების ხელშეწყობას შრომის საერთაშორისო საზღვაო ბაზარზე.

Slide 3

სწავლა ჩვენთან

საზღვაო აკადემია ახორციელებს აკრედიტირებულ პროფესიულ, ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებს. სასწავლებლის მდიდარი მატერიალურ–ტექნიკური ბაზა, კვალიფიციური კადრები და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები თქვენი წარმატების საფუძველია პროფესიულ საქმიანობაში.

Previous Next

ელექტრონული სწავლების პორტალი

საზღვაო აკადემიის საგანმანათლებლო ყველა პროგრამაში ქართველი და უცხოელ სტუდენტებისათვის აქტიურად ინერგება ელექტრონული სწავლება.

სტუდენტთა შეფასების სისტემა

აკადემიის სტუდენტთა ვებ-პორტალი, სადაც განთავსებულია ინფორმაცია მათი აკადემიური მდგომარეობის შესახებ, საგამოცდო საკითხები და საგამოცდო განრიგი.

ვიდეო

ნოემბერი 2017

ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30

სიახლის გამოწერა

სახელი:
ელ. ფოსტა:

განცხადება

II საერთაშორისო კონფერენცია „საზღვაო ინდუსტრიის ინოვაციური გამოწვევები: საზღვაო ტრანსპორტი, საინჟინრო ტექნოლოგიები, ლოგისტიკა, ტურიზმი“
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია გიწვევთ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება 2016 წლის 05-06 სექტემბერს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში.

სიახლეები

2 მარტი 2016 წელი
ღია კარის დღე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში
გაცნობებთ, რომ პარასკევს, 4 მარტს 14:00 საათზე, მეზღვაურთა სასწავლო და საწვრთნელი ცენტრის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ღია კარის დღე აბიტურიენტებისათვის...
2 მარტი 2016 წელი
სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია (შემდგომში აკადემია) აცხადებს ღია კონკურსს ასისტენტის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტზე, ერთ საშტატო განაკვეთზე, შემდეგ სასწავლო დისციპლინათა ბლოკის მიხედვით:
1 მარტი 2016 წელი
ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის სტუდნტთა საყურადღებოდ!
მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში და მოიპოვეთ უფლება ისწავლოთ ნორვეგიაში! ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი ახორციელებს ოთხწლიან პროექტს „ყირგიზეთი, საქართველო და ნორვეგია - თანამშრომლობა განათლების სფეროში. „მდგრადი ტურიზმი: სოფლის მეურნეობა და მემკვიდრეობა“ (Sustainable tourism: rural entrepreneurship and heritage. Educational cooperation between Kyrgyzstan, Georgia and Norway) ფარგლებში..
29 თებერვალი 2016 წელი
სამუშაო ვიზიტი კორეის რესპუბლიკაში
2016 წლის 22-26 თებერვალს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის დელეგაცია: ირაკლი შარაბიძე - რექტორი, აბდულ კახიძე - რექტორის მოადგილე და ირაკლი დოლიძე - საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტის დეკანი, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა კორეის რესპუბლიკაში, საზღვაო უნივერსიტეტებთან და ორგანიზაციებთან შეხვედრისათვის, კერძოდ:
19 თებერვალი 2016 წელი
ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი აცხადებს აბიტურიენტთა მიღებას 2016–2017 სასწავლო წლისათვის შემდეგ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:
1. მენეჯმენტი - საზღვააო გადაზიდვების ორგანიზაცია და ლოჯისტიკა კვალიფიკაცია - ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრო მენეჯმენტში...
16 თებერვალი 2016 წელი
მიმდინარე წლის 16 თებერვალს შედგა საზღვაო აკადემიის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ახალი საგანმანათლებლო პროგრამების საჯარო განხილვა
მიმდინარე წლის 16 თებერვალს შედგა საზღვაო აკადემიის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ახალი საგანმანათლებლო პროგრამების საჯარო განხილვა. განხილულ იქნა შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამები..
15 თებერვალი 2016 წელი
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის დელეგაციის ვიზიტი ვარნის თავისუფალ უნივერსიტეტში (ბულგარეთი)
2016 წლის 8-11 თებერვალს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის (ბსსა) დელეგაცია (რექტორის მოადგილე მანუჩარ ლორია და ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანი რომან მამულაძე) ეწვია ვარნის თავისუფალ უნივერსიტეტს...
4 თებერვალი 2016 წელი
ა(ა)იპ „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისათვის“ თავმჯდომარე; თამაზ მჟავანაძე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას ეწვია
ა(ა)იპ „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისათვის“ თავმჯდომარე; თამაზ მჟავანაძე, ორგანიზაციის ვიცე თავმჯდომარე, ბათუმის ახალგაზრდა მერი გურამ ცინცაძე და სხვა ხელმძღვანელი პირები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორს ირაკლი შარაბიძესა და მოადგილე ირაკლი კაცაძეს შეხვდნენ.
1 თებერვალი 2016 წელი
საგანმანათლებლო პროგრამების ახალი რედაქციების მომზადების ერთერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპია პოტენციური დამსაქმებლების ჩართვა პროგრამის შემუშავებისა და შემდგომი სწავლების პროცესში.
როდესაც კურსდამთავრებულთა კომპეტენციები არაა თანადობაში შრომითი ბაზრის მოთხოვნებთან, იქმნება მათი დასაქმების პრობლემები...
25 იანვარი 2016 წელი
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში ჩატარდა აუდიტი კონვენციის A-I/8 რეგულაციის მე-3 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად,
ა.წ 25 იანვარს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში ჩატარდა აუდიტი კონვენციის A-I/8 რეგულაციის მე-3 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს მეზღვაურთა წრთვნის, კომპეტენციის შეფასების და სერტიფიცირების სისტემის დამოუკიდებელ თვითშეფასებას.
21 იანვარი 2016 წელი
მზადდება ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა „ფინანსები-საფინანსო საქმე და დაზღვევა ტრანსპორტზე“
მზადდება ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა „ფინანსები-საფინანსო საქმე და დაზღვევა ტრანსპორტზე“. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, ბაზრის კვლევის მიზნით ჩატარდა დამსაქმებლებთან შეხვედრა.
14 იანვარი 2016 წელი
საზღვაო აკადემიას თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე ეწვია
ქვეყნის სამხედრო-საზღვაო სფეროს განვითარების შესაძლებლობები, საქართველოს ეკონომიკის წინაშე არსებული გამოწვევები, სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივები საზღვაო აკადემიასა და თავდაცვის სამინისტროს შორის. სწორედ აღნიშნულ თემებზე ისაუბრა დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა დოლიძემ საზღვაო აკადემიის სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე...
18 დეკემბერი 2015 წელი
მეზღვაურთა სასწავლო, საწვრთნელ და სერტიფიცირების ცენტრში პირველი დინამიური პოზიციონირების გაცნობითი კურსი ჩატარდა
შეგახსენებთ, რომ ა/წ 16-17 სექტემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის მეზღვაურთა სასწავლო, საწრთვნელ და სერტიფიცირების ცენტრში ჩატარდა დინამიური პოზიციონირების კურსების აკრედიტაცია "Nautical Institute"-ის ექსპერტ-აუდიტორების მიერ. შედეგად..
5 დეკემბერი 2015 წელი
დიმიტრი ქუმსიშვილმა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტებს ლექცია ჩაუტარა
ბათუმში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი სამინისტროს სსიპ „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას“ ეწვია. მინისტრმა აკადემიის სტუდენტებს ლექცია ჩაუტარა და მათ საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებზე,..
4 დეკემბერი 2015 წელი
დინამიური პოზიციონირების (DP) გაცნობითი კურსის გახსნა
აცნობებთ, რომ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის მეზღვაურთა სასწავლო და საწვრთნელი ცენტრი აცხადებს პირველი დინამიური პოზიციონირების (DP) გაცნობითი კურსის გახსნას, რომელიც დაიწყება 14 დეკემბერს და დასრულდება 17 დეკემბერს. მსურველებმა იჩქარეთ! დარჩენილია მხოლოდ ერთი ვაკანტური ადგილი! ჩვენ გელით! დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მეზღვაურთა სასწავლო და საწვრთნელი ცენტრის უფროსს გიორგი ჩხარტიშვილს ტელ: 557 32 46 54