Slide 1

ჩვენი აკადემია

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია მდიდარი ისტორიის უმნიშვნელოვანესი და პირველი საზღვაო საგანმანათლებლო ცენტრია საქართველოში.

Slide 2

საერთაშორისო ურთიერთობები

საზღვაო აკადემია აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა წარმატებული ქვეყნების საზღვაო განათლების ცენტრებთან და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციებთან. ყოველივე ხელს უწყობს ქართული საზღვაო სკოლის სტატუსის ამაღლებას და ჩვენი კადრების დასაქმების ხელშეწყობას შრომის საერთაშორისო საზღვაო ბაზარზე.

Slide 3

სწავლა ჩვენთან

საზღვაო აკადემია ახორციელებს აკრედიტირებულ პროფესიულ, ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებს. სასწავლებლის მდიდარი მატერიალურ–ტექნიკური ბაზა, კვალიფიციური კადრები და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები თქვენი წარმატების საფუძველია პროფესიულ საქმიანობაში.

Previous Next

ელექტრონული სწავლების პორტალი

საზღვაო აკადემიის საგანმანათლებლო ყველა პროგრამაში ქართველი და უცხოელ სტუდენტებისათვის აქტიურად ინერგება ელექტრონული სწავლება.

სტუდენტთა შეფასების სისტემა

აკადემიის სტუდენტთა ვებ-პორტალი, სადაც განთავსებულია ინფორმაცია მათი აკადემიური მდგომარეობის შესახებ, საგამოცდო საკითხები და საგამოცდო განრიგი.

ვიდეო

ნოემბერი 2017

ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30

სიახლის გამოწერა

სახელი:
ელ. ფოსტა:

პროფესიული მომზადების ცენტრის შესახებ

ცენტრის შესახებ

საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2011 წლის 28 ივლისის №113 გადაწყვეტილებით ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია უფლებამოსილია განახორციელოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებით მეზღვაურთა მომზადებას ბათუმში ახორციელებდნენ 1944 წლიდან, ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის ბაზაზე, რომლის კურსდამთავრებულებიც მრავალი ათეული წლების მანძილზე სერავენ ზღვებსა და ოკეანეებს და სახელი გაუთქვეს მსოფლიოში საქართველოს მეზღვაურებს თავისი პროფესიონალიზმითა და წარმატებით.

საგანმანათლებლო პროგრამები

 ამჟამად აკადემიის პროფესიული მომზადების ცენტრში  ფუნქციონირებს 1.გემბანის მეზღვაურისა და 2.სამანქანე განყოფილების მეზღვაურის მოსამზადებელი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები. აღნიშნულ პროგრამებზე სწავლა შეუძლია მინიმუმ საბაზო განათლების მქონე პირებს. თითოეული პროგრამის მოცულობა  შეადგენს 60 კრედიტს, რაც დროის ხანგძლივობით უტოლდება  ერთ წელს, ხოლო სწავლის საფასური თითოეულ პროგრამაზე შეადგენს 1500 ლარს.

ორივე საგანმანათლებლო პროგრამა ითვალისწინებს პრაქტიკას საზღვაო გემებზე, რაც აუცილებელი პირობაა კურსდამთავრებულის მიერ „მეზღვაურთა მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის სტანდარტების“ შესახებ საერთაშორისო საზღვაო კონვენცის – STCW-ის მოთხოვნების შესაბამისად, პროფესიული განათლების დიპლომის გარდა, გემზე მუშაობისათვის საჭირო სამუშაო დიპლომის ასაღებად.  საგანმანათლებლო პროგრამებში  პრაქტიკის კომპონენტს პროგრამის მოცულობის ნახევარი, 50% აქვს დათმობილი, ანუ პროფესიული სტუდენტი სწავლის დასრულების შემდეგ მიიღებს 6 თვიან ცენზს.

 პრაქტიკას სტუდენტები გადიან, როგორც აკადემიის ბაზაზე არსებულ საამქროებში, ისე სხვადასხვა მცურავ საშუალებებზე: ბათუმის საზღვაო სავაჭრო ნავსადგურის გემებზე ან თევზსაჭერ ხომალდებზე.

პროფესიული სტუდენტების სასწავლო პროცესს წარუძღვებიან აკადემიის პროფესორ მასწავლებლები, ინსტრუქტორები  და მოქმედი მეზღვაურები, მათ მოემსახურება ყველა უახლესი შესაძლებლობებით აღჭურვილი ბიბლიოთეკა, მექანიკური საამქროები და სამანქანე დარბაზი, აკადემიაში ფუნქციონირებს სპორტული დარბაზი და მოედანი.

ჩარიცხვა პროფესიული მომზადების ცენტრში

            პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვა ხორცილედება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2007 წლის 26 ოქტომბერის  აკრედიტებულ პროფესიული სწავლების ცენტრში პროფესიული სტუდენტების ჩარიცხვის წესისა და პროფესიული სტუდენტის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის  დამტკიცების  შესახებ  №1007 ბრძანების მოთხოვნის თანახმად.

            პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის უფლება აქვთ საბაზო განათლების მქონე პირებს.

სპეციალური მოთხოვნები

 აბიტურიენტები, რომელთაც სურვილი აქვთ ჩაირიცხონ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, ვალდებულნი არიან საზღვაო ფლოტის გემებზე მუშაობის უფლების მოსაპოვებლად გაიარონ სპეციალური სამედიცინო შემოწმება (ფორმა №IV-100/ა) საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს სათანადო აღიარების მქონე სამედიცინო ცენტრებში. სამედიცინო შემოწმების აუცილებლობა გამოწვეულია საზღვაო ფლოტის გემებზე მუშაობის სპეციფიკურობით და გათვალისწინებულია, როგორც საქართველოს კანონმდებლობით ასევე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ნორმატიული დოკუმენტებით:

 - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  მინისტრის 2007 წლის 11 ივლისის ბრძანება N 215/ნ;

- International Convention on Standards of Training, Certification and Watchkeeping for Seafarers, 1978, as amended in 1995 (Consolidated Text) Regulation I/9; section B-I/9; Table B-I/9-1.

სწავლის შედეგების შეფასება

 სტუდენტის ცოდნის შეფასება ხორციელდება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის №3 ბრძანებისა და აკადემიის შეფასებისა და მონიტორინგის ცენტრის მიერ შემუშავებული დებულების საფუძველზე, კერძოდ:

 სტუდენტის ცოდნის შეფასება ყოველ საგანში ხორციელდება 100 ქულიანი სისტემით;

 სემესტრის განმავლობაში პროფესიულ სტუდენტს  ყოველი საგნის (გარდა პრაქტიკებისა) სწავლებისათვის გამოყოფილი დროის შუა პერიოდში  უტარდება შუასემესტრული შეფასება სილაბუსით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად  და ასევე სემესტრის განმავლობაში პედაგოგის მიერ ყალიბდება პროფესიული სტუდენტის აკადემიური აქტიურობის შეფასება-პედაგოგის რეიტინგული შეფასება. სემესტრის ბოლოს პროფესიულმა სტუდენტმა უნდა ჩააბაროს სემესტრის დასკვნითი გამოცდა;

 შუასემესტრული შეფასებების (შუალედური გამოცდა და პედაგოგის რეიტინგული შეფასება) მეთოდი დამოკიდებულია საგნის სპეციფიკაზე და განმარტებულია საგნის სილაბუსში;

 შუასემესტრული შეფასებების ჯამური წილი საბოლოო სემესტრულ შეფასებაში შეადგენს 60%-ს (მაქსიმუმ 60 ქულა);

 სემესტრის ბოლოს ტარდება დასკვნითი გამოცდა წერითი სახით, რომლის წილი საბოლოო სემესტრულ შეფასებაში შეადგენს 40%-ს (მაქსიმუმ 40 ქულა);

 შუა სემესტრული შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარია 11 ქულა;

 სტუდენტის სემესტრული შეფასება კონკრეტულ საგანში ჩაითვლება დადებითად თუ მისი სემესტრული ჯამური, საბოლოო  შეფასება იქნება არანაკლებ 51 ქულისა;

 საგნების სემესტრული შეფასებები, რომლებიც საგანმანათლებლო პროგრამაში გაერთიანებულია მოდულში აყალიბებენ მოდულის შეფასებას. თითოეული საგნის წვლილი საბოლოო შეფასებაში იქნება თანაბარი (გამოითვლება საშუალო არითმეტიკული);

 მოდულში დადებითი საბოლოო შეფასების მისაღებად აუცილებელია, რომ სტუდენტის შეფასება ყოველ სასწავლო საგანში იყოს დადებითი;

 სტუდენტზე კრედიტის მინიჭება ხდება მხოლოდ დადებითი შეფასების შემთხვევაში;

საზღვაო აკადემიაში პროფესიული სტუდენტის ცოდნის შეფასების სქემას კონკრეტულ საგანში აქვს შემდეგი სახე:

                 

             საბოლოო შეფასება           მინიჭებული კატეგორია
ბალებში ვერბალურად  
91-100 ფრიადი A
81-90 ძალიან კარგი B
71-80 კარგი C
61-70 საშუალო D
51-60 დამაკმაყოფილებელი E
41-50

არადამაკმაყოფილებელი, სტუდენტს ეძლევა  დასკვნითი გამოცდის ერთხელ გადაბარების უფლება.                  

FX
0-40

ჩაიჭრა, სტუდენტმა კრედიტის მისაღებად  თავიდან უნდა გაიაროს მოდული.                                                                           

F