Slide 1

ჩვენი აკადემია

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია მდიდარი ისტორიის უმნიშვნელოვანესი და პირველი საზღვაო საგანმანათლებლო ცენტრია საქართველოში.

Slide 2

საერთაშორისო ურთიერთობები

საზღვაო აკადემია აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა წარმატებული ქვეყნების საზღვაო განათლების ცენტრებთან და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციებთან. ყოველივე ხელს უწყობს ქართული საზღვაო სკოლის სტატუსის ამაღლებას და ჩვენი კადრების დასაქმების ხელშეწყობას შრომის საერთაშორისო საზღვაო ბაზარზე.

Slide 3

სწავლა ჩვენთან

საზღვაო აკადემია ახორციელებს აკრედიტირებულ პროფესიულ, ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებს. სასწავლებლის მდიდარი მატერიალურ–ტექნიკური ბაზა, კვალიფიციური კადრები და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები თქვენი წარმატების საფუძველია პროფესიულ საქმიანობაში.

Previous Next

ელექტრონული სწავლების პორტალი

საზღვაო აკადემიის საგანმანათლებლო ყველა პროგრამაში ქართველი და უცხოელ სტუდენტებისათვის აქტიურად ინერგება ელექტრონული სწავლება.

სტუდენტთა შეფასების სისტემა

აკადემიის სტუდენტთა ვებ-პორტალი, სადაც განთავსებულია ინფორმაცია მათი აკადემიური მდგომარეობის შესახებ, საგამოცდო საკითხები და საგამოცდო განრიგი.

ვიდეო

ნოემბერი 2017

ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30

სიახლის გამოწერა

სახელი:
ელ. ფოსტა:

ფაკულტეტის შესახებ

ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი გაიხსანა 2006 მანამდე არსებული ტრანსპორტის მენეჯმენტის ფაკულტეტის ბაზაზე. მისი ფუნქციონირების ძირითად მიმართულებას წარმოადგენს კადრების მომზადება ბიზნესის ადმინისტრირების მენეჯმენტში, კერძოდ: საზღვაო ფლოტის, საზღვაო ნავსადგურების, სატრანსპორტო ტერმინალების და ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის ეკონომიკურ და ლოჯისტიკურ სამსახურებში, შემოსავლების სამსახურში (საბაჟო გამშვებ პუნქტებზე), აგრეთვე საზოგადოებრივი სექტორის ორგანიზაციათა ეკონომიკურ სამსახურებში  პრაქტიკული საქმიანობისათვის.

 

ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი ამზადებს კადრებს დაწესებულებებისათვის, რომლებიც დაკავებული არიან საზღვაო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის კონტროლის, ექსპლუატაციისა და მართვის ფუნქციებით. სტუდენტებს აქვთ საშულება მიიღონ განათლება ორ საბაკალავრო და სამ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე:
ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებია:

  1. 2-B.06.01- საზღვაო გადაზიდვების ორგანიზაცია და ლოჯისტიკა);
  2. 2-B.06.02 - ნავსადგურის მენეჯმენტი.

მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი - ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი მენეჯმენტში.
ბაკალავრიატში სწავლის ხანგრძლივობაა 4 წელი (240 ECTS)
ფაკულტეტი ყოველ წელიწადს უშვებს 40-მდე კურსდამთავრებულს სპეციალობით „საზღვაო გადაზიდვების ორგანიზაცია და ლოჯისტიკა“  (ფუნქციონირებს რუსული სექტორიც) და 20-მდე კურსდამთავრებულს სპეციალობით „ნავსადგურის მენეჯმენტი“. 
აღნიშნული სპეციალობების სასწავლო პროგრამები შედგენილია საერთაშორისო სატრანსპორტო მოთხოვნების შესაბამისად და ამავე დროს ორიენტირებულია ჩვენი ქვეყნის სატრანსპორტო, საპორტო და საბაჟო ინფრასტრუქტურაზე. სტუდენტები საწარმოო პრაქტიკას გადიან საქართველოში არსებულ სატრანსპორტო კომპანიებში, ნავსადგურებში და ბიზნესის სფეროსთან დაკავშირებულ სხვადასხვა ფირმებსა და კომპანიებში.
მაგისტრატურა ფაკულტეტზე გაიხსნა 2007 წელს. ამოქმედებულია 3 სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა. კურსდამთავრებულების მიმართ არსებობს მაღალი მოთხოვნა როგორც  ბიზნეს სექტორის, ისე სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან.
მაგისტრატურის პროგრამებია:

1. 2-M.06.01„ლოჯისტიკა და ექსპედირება“

მისანიჭებელი ხარისხი  - ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი.
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია მოამზადოს მაღალი კვალიფიკაციის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრები ლოჯისტიკის მენეჯმენტში, რომლებიც ერკვევიან საერთაშორისო გადაზიდვების ორგანიზაციის პრინციპებში, საერთაშორისო გადაზიდვების თანამედროვე კონცეფციებსა და მოდელებში; ლოჯისტიკის მენეჯერის ფუნქციებსა და კომპეტენციებში, ლოჯისტიკური სისტემების მართვის თანამედროვე მეთოდებში, თანამედროვე ლოჯისტიკურ კონცეფციებში და შეუძლიათ ნაკადური პროცესების ეფექტური მართვა. 
პროფესიული მოღვაწეობის ობიექტები:         

  • ეკონომიკური, საწარმოო და სოციალური ინფრასტრუქტურის ორგანიზაციები;
  • ბიზნესის სფერო;
  • სატრანსპორტო და მომიჯნავე პროფილის სამეცნიერო-კვლევითი და საწარმოო ორგანიზაციები, ფირმები, კერძო კომპანიები, საინვესტიციო და სამეცნიერო-ტექნიკური ფონდები, ტრანსპორტისა და ეკონომიკის მართვის სისტემები.
  • საგანმანათლებლო დაწესებულებები;
  • არაკომერციული და არასამთავრობო ორგანიზაციები;
  • სახელმწიფო ორგანოები;
  • ტრანსპორტის, საბაჟოს,  ეკოლოგიის სფეროებში.

2. -M.06.03-საბანკო საქმე;

მისანიჭებელი ხარისხი - ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი.
სამაგისტრო პროგრამის მიზანია მაგისტრანტს მისცეს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების, საერთაშორისო ბიზნესის, საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის, საერთაშორისო ბიზნესის რეგულირების, საერთაშორისო ბიზნესის სტრატეგიული მენეჯმენტის, კორპორაციული ლოჯისტიკის, საერთაშორისო კონკურეციის მართვისა და ინვესტირების უნარ-ჩვევების თეორიული და პრაქტიკული ცოდნა.  
დასაქმება: 
სწავლების   პერიოდში   მიღებული  ცოდნა  მაგისტრებს  საშუალებას   მისცემს  დასაქმდნენ   სახელმწიფო   და  კერძო   ბიზნესის   ნებისმიერ  სექტორში,  საერთაშორისო  ორგანიზაციებში,   ტრანსეროვნულ   კორპორაციებში  და  მათ  ფილიალებში,  ეკონომიკური   ბლოკის   სამინისტროებსა   და   დეპარტამენტებში.

3. 2-M.06.04 - საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი.

მისანიჭებელი ხარისხი  - ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი.
სამაგისტრო პროგრამის ძირითადი მიზანია: მსმენელების მიერ გაღრმავებული ცოდნის, პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენა საბანკო საქმის სფეროებში და პრაქტიკულ საქმიანობაში მიღებული ცოდნის ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობების განვითარება. 
პროფესიული მოღვაწეობის ობიექტები:         

  • საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტები: საინვესტიციო კომპანიები და ფონდები, კომერციული ბანკები, არასაბანკო საფინანსო-საკრედიტო დაწესებულებები, საფონდო და სავალუტო ბირჟები:
  • კერძო კომპანიათა საფინანსო-ეკონომიკური სამსახურები;
  • შესაბამისი სახელმწიფო სამსახურები და სტრუქტურული ერთეულები;
  • საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები;
  •  საგანმანათლებლო დაწესებულებები და სხვ.

სწავლის ხანგრძლივობა მაგისტრატურაში 2 წელია (120 ECTS).
სწავლების საფასური საქართველოს მოქალაქეებისათვის ბაკალავრიატში და მაგისტრატურაშიშეადგენს 2000 ლარს.
სტუდენტთა რაოდენობა ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე 2010/2011 სასწავლო წელს შეადგენა – 376 სტუდენტი, რომელთაგანაც – 272 სტუდენტი ირიცხება ბაკალავრიატში, ხოლო – 104 სტუდენტი მაგისტრატურაში.

ჩარიცხვა საზღვაო აკადემიაში


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურებზე ჩარიცხვა ხორციელდება გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ჩარიცხვა ხორციელდება მთავრობათაშორისი ხელშეკრულებების და “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე.

გამოცდებისა და შეფასების ეროვნულ ცენტრში ბათუმის საზღვაო აკადემიის კოდია – 053.
ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხავად აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს ოთხი გამოცდა. საკონკურსო რანჟირების სქემას აქვს შემდეგი სახე:


საგანი

ქართული ენა

ზოგადიუნარები

უცხოური ენა

მათემატიკა

კოეფიციენტი

1

5

2

4

 

საგანთა პრიორიტეტი: ზოგადი უნარები-მათემატიკა-ქართული ენა-უცხო ენა.

ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვა ხორციელდება სრული საშუალო განათლების საფუძველზე.

მაგისტრატურაში ჩარიცხვის მსურველმა უნდა ჩააბაროს ერთიანი ეროვნული სამაგისტრო გამოცდა, რომლის შემდეგაც საზღვაო აკადემიაში აბარებს მისაღებ გამოცდას ეკონომიკსში.

სწავლის შედეგების ეფასება
სტუდენტის ცოდნის შეფასება ხორციელდება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის №3 ბრძანებისა და აკადემიის შეფასებისა და მონიტორინგის ცენტრის მიერ შემუშავებული დებულების საფუძველზე, კერძოდ:

  • სტუდენტის ცოდნის შეფასება ყოველ მოდულში ხორციელდება 100 ქულიანი სისტემით;
  • სემესტრის განმავლობაში სტუდენტს ენიჭება არანაკლებ ორი შუასემესტრული შეფასებება, სემესტრის ბოლოს მან უნდა ჩააბაროს სემესტრის დასკვნითი გამოცდა;
  • შუასემესტრული შეფასებების მეთოდი დამოკიდებულია მოდულის სპეციფიკაზე და განმარტებულია მოდულის სილაბუსში;
  • შუასემესტრული შეფასებების ჯამური წილი საბოლოო სემესტრულ შეფასებაში შეადგენს 60%-ს (მაქსიმუმ 60 ქულა);
  • სემესტრის ბოლოს ტარდება დასკვნითი გამოცდა წერითი სახით, რომლის წილი საბოლოო სემესტრულ შეფასებაში შეადგენს 40%-ს (მაქსიმუმ 40 ქულა);
  • დასკვნითი გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარია 11 ქულა;
  • სტუდენტის სემესტრული შეფასება კონკრეტულ მოდულში ჩაითვლება დადებითად თუ მისი სემესტრული ჯამური შეფასება იქნება არანაკლებ 51 ქულისა;
  • თუ მოდული ორსემესტრიანია, მოდულის საბოლოო შეფასება და კატეგორიის მინიჭება მოხდება სემესტრული შეფასებების კომბინაციით, თითოეული სემესტრის წვლილი საბოლოო შეფასებაში იქნება თანაბარი ე.ი. 50%;
  • ორსემესტრიან მოდულში დადებითი საბოლოო შეფასების მისაღებად აუცილებელია, რომ სტუდენტის ორივე სემესტრული შეფასება იყოს დადებითი;
  • სტუდენტზე კრედიტის მინიჭება ხდება მხოლოდ დადებითი შეფასების შემთხვევაში;

საზღვაო აკადემიაში სტუდენტის ცოდნის შეფასების სქემას კონკრეტულ მოდულში 
აქვს შემდეგი სახე:


საბოლოო შეფასება (ბალებში)

საბოლოო შეფასება 
(ვერბალურად)

მინიჭებული კატეგორია

  •  

91-100

ფრიადი

A

  •  

81-90

ძალიან კარგი

B

  •  

71-80

კარგი

C

  •  

61-70

საშუალო

D

  •  

51-60

დამაკმაყოფილებელი

E

  •  

41-50

არადამაკმაყოფილებელი, სტუდენტს ეძლევა დასკვნითი გამოცდის ერთხელ გადაბარების უფლება

FX

  •  

0-40

ჩაიჭრა, სტუდენტმა კრედიტის მისაღებად თავიდან უნდა გაიაროს მოდული

F

 

ფაკულტეტზე ფუნქციონირებს შემდეგი სასწავლო-სამეცნიერო-კვლევითი პროგრამული მიმართულება და ციკლი:

  • გადაზიდვებისა და ლოგისტიკის მიმართულება;
  • ნავსადგურის მენეჯმენტის მიმართულება;
  • ჰუმანიტარული და სოციალურ დისციპლინათა ციკლი.