Slide 1

ჩვენი აკადემია

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია მდიდარი ისტორიის უმნიშვნელოვანესი და პირველი საზღვაო საგანმანათლებლო ცენტრია საქართველოში.

Slide 2

საერთაშორისო ურთიერთობები

საზღვაო აკადემია აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა წარმატებული ქვეყნების საზღვაო განათლების ცენტრებთან და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციებთან. ყოველივე ხელს უწყობს ქართული საზღვაო სკოლის სტატუსის ამაღლებას და ჩვენი კადრების დასაქმების ხელშეწყობას შრომის საერთაშორისო საზღვაო ბაზარზე.

Slide 3

სწავლა ჩვენთან

საზღვაო აკადემია ახორციელებს აკრედიტირებულ პროფესიულ, ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებს. სასწავლებლის მდიდარი მატერიალურ–ტექნიკური ბაზა, კვალიფიციური კადრები და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები თქვენი წარმატების საფუძველია პროფესიულ საქმიანობაში.

Previous Next

ელექტრონული სწავლების პორტალი

საზღვაო აკადემიის საგანმანათლებლო ყველა პროგრამაში ქართველი და უცხოელ სტუდენტებისათვის აქტიურად ინერგება ელექტრონული სწავლება.

სტუდენტთა შეფასების სისტემა

აკადემიის სტუდენტთა ვებ-პორტალი, სადაც განთავსებულია ინფორმაცია მათი აკადემიური მდგომარეობის შესახებ, საგამოცდო საკითხები და საგამოცდო განრიგი.

ვიდეო

ნოემბერი 2017

ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30

სიახლის გამოწერა

სახელი:
ელ. ფოსტა:

ფაკულტეტის შესახებ

 

საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტი აკადემიაში ფუნქციონირებს 2005 წლიდან. ის შეიქმნა ადრე არსებული გემთწამყვანი და გემთმექანიკური ფაკულტეტების გაერთიანების შედეგად. ფაკულტეტზე მზადდებიან კადრები საზღვაო სავაჭრო გემების ეკიპაჟებში მართვისა და ექსპლუატაციის პასუხისმგებლობის დონის სამეთაურო თანამდებობების დასაკავებლად.

 

საგანმანათლებლო პროგრამები

ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროცესი ხორციელდება  დიპლომირებული სპეციალისტის ორი და ბაკალავრიატის სამი საგანმანათლებლო პროგრამით.

საზღვაოსნო მეცნიერებების დარგში საგანმანათლებლო პროგრამების მიზანია მოამზადოს სპეციალისტები - საზღვაოსნო მეცნიერებათა ბაკალავრები და დიპლომირებული სპეციალისტები:

1. საოკეანო სავაჭრო გემებზე ექსპლუატაციის/მართვის პასუხისმგებლობის დონის, სამეთაურო შემადგენლობის მეზღვაურის თანამდებობის დასაკავებლად („მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების შესახებ“ კანონის შესაბამისად);

2. საზღვაო ტრანსპორტის ფუნქციონირების, რეგულირებისა და კონტროლთან დაკავშირებულ კერძო ან სახელმწიფო დაწესებულებებში მართვის დონის თანამდებობების დასაკავებლად;

3. მაგისტრატურაში სწავლის გასაგრძელებლად.

 

დიპლომირებული სპეციალისტის საგანმანათლებლო პროგრამებით:

1.    2-V.05.01-საზღვაო ნავიგაცია

2.    2-V.05.02-გემის მექანიკოსი

მზადდებიან მეზღვაურები, რომელთა მომზადების დონე შეესაბამება ექსპლუატაციის პასუხისმგებლობის დონის სავახტო ოფიცრის კომპეტენციებს, რაც იმას ნიშნავს, რომ STCW კონვენციით მოთხოვნილი  საცურაო სტაჟისა და სათანადო ცენზის დაგროვების შემდეგ მათ შეუძლიათ დაიკავონ გემის ეკიპაჟის სამეთაურო შემადგენლობის ექსპლუატაციის პასუხისმგებლობის დონის ოფიცრის (კაპიტნის სავახტო თანაშემწე, კაპიტნის III თანაშემწე, კაპიტნის II თანაშემწე, გემის IV მექანიკოსი, გემის III მექანიკოსი) თანამდებობა.

დიპლომირებული სპეციალისტის საგანმანათლებლო პროგრამების მოცულობა არის 180 ECTS კრედიტი, რომელიც მოითხოვს სწავლების 3 წლიან  ხანგრძლივობას (საცურაო პრაქტიკის გარეშე).

გემზე მუშაობისათვის საჭირო ლიცენზიის (მეზღვაურის სამუშაო დიპლომი) მოსაპოვებლად, დიპლომირებულმა სპეციალისტმა უნდა გაიაროს 6-თვიანი საცურაო პრაქტიკა საზღვაო სავაჭრო გემზე, რომელიც აკადემიაში საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ საზღვაო პრაქტიკასთან ერთად შეადგენს 12 თვეს, საერთაშორისო საზღვაო კონვენციის STCW-ს მოთხოვნების შესაბამისად.

         ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებით:

1.    2-B.05.01-საზღვაო ნავიგაცია 

2.    2-B.05.02-გემის მექანიკა

მზადდებიან გემის მართვის პასუხისმგებლობის დონის სავახტო ოფიცრები, რაც იმას ნიშნავს, რომ STCW კონვენციით მოთხოვნილი  საცურაო სტაჟისა და სათანადო ცენზის  დაგროვების შემდეგ მათ შეუძლიათ დაიკავონ გემის ეკიპაჟის სამეთაურო შემადგენლობის მართვის პასუხისმგებლობის დონის ოფიცრის (კაპიტნის უფროსი თანაშემწე, გემის კაპიტანი, გემის II მექანიკოსი, გემის უფროსი მექანიკოსი)  თანამდებობა.

ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამით:

3.    2-B.05.03-გემის ელექტრომექანიკა

მზადდებიან საზღვაო სავაჭრო გემების ელექტრომექანიკოსები.

ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს ენიჭება საზღვაოსნო მეცნიერებათა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის მოცულობა არის 240 ECTS კრედიტი, რომელიც მოითხოვს სწავლების 4 წლიან  ხანგრძლივობას (საცურაო პრაქტიკის გარეშე).

სამივე საგანმანათლებლო პროგრამა ითვალისწინებს პრაქტიკას საზღვაო სავაჭრო გემებზე, რაც აუცილებელი პირობაა კურსდამთავრებულის მიერ „მეზღვაურთა მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის სტანდარტების“ შესახებ საერთაშორისო საზღვაო კონვენცის – STCW-ის მოთხოვნების შესაბამისად აკადემიის დიპლომის გარდა, გემზე მუშაობისათვის საჭირო სამუშაო დიპლომის ასაღებად. საცურაო პრაქტიკა საზღვაო სავაჭრო გემებზე საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულია სწავლების მესამე წლის შემდეგ, როგორც სენდვიჩ ჩანართი.

საცურაო პრაქტიკა აუცილებელია მხოლოდ იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც შემდგომში აპირებენ სამუშაო კარიერის გაგრძელებას გემებზე. საცურაო პრაქტიკით სტუდენტების უზრუნველყოფას ახორციელებს აკადემიის პრაქტიკის განყოფილება.

ყოველ წელს ფაკულტეტი საშუალოდ უშვებს 60-მდე მაღალკვალიფიცირებულ შორეული ნაოსნობის შტურმანს, დაახლოებით 50-მდე გემთმექანიკოსს და 20-მდე გემის ელექტრომექანიკოსს.

სწავლება ფაკულტეტზე ორგანიზებულია, როგორც კლასიკური, ასევე უახლესი ტრენაჟორული და კომპიუტერული ტექნიკის ბაზაზე დაფუძნებული მეთოდების გამოყენებაზე.

გარდა სპეციალობისა კურსდამთავრებულები ღებულობენ უმაღლეს საბაზო  ტექნიკურ განათლებას და სპეციალურ ცოდნას ინგლისურ ენაში, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო საზღვაო ენას. სტუდენტები გადიან აუცილებელ სასერტიფიკაციო მომზადებას პროფესიული მომზადებისა და სერტიფიცირების ცენტრის ბაზაზე.

მომავალი გემის მექანიკოსები ღებულობენ საფუძვლიან თეორიულ განათლებას გემების აგებულებისა და გემის ძალური ენერგეტიკული დანადგარების შესახებ, ელექტრომექანიკოსები დამატებით ითვისებენ გემების ელექტრომოწყობილობების მართვის და შეკეთების უნარ-ჩვევებს. სწავლების პროცესში ძირითადი აქცენტი კეთდება უახლესი ტრენაჟერული და გამოთვლითი ტექნოლოგიების გამოყენებაზე.

პრაქტიკის ტექნოლოგიურ ნაწილს გემთმექანიკოსები და ელექტრომექანიკოსები გადიან საზღვაო აკადემიის ბაზაზე არსებულ სასწავლო სახელოსნოებში და სამანქანო დარბაზში. სახელოსნოები აღჭურვილია ყველა ტექნიკური მოწყობილობით, რომელიც საჭიროა ხარატისა და შემდუღებლის კვალიფიკაციის მისაღებად. სამანქანო დარბაზში დამონტაჟებულია გემის რეალური ძალური დანადგარები, რეალური დიზელ-გენერატორები, კომპრესორები, სეპარატორები, მთავარი ელექტროგამანაწილებელი დაფები და სხვა დანადგარები, რომელთა მუშაობის პრინციპისა და რეჟიმების ათვისება აუცილებელია გემთმექანიკოსისა და ელექტრომექანიკოსის მოსამზადებლად.

სწავლების საფასური ფაკულტეტზე, საქართველოს მოქალაქეებისათვის შეადგენს 2250 ლარს.

 

ჩარიცხვა საზღვაო აკადემიაში

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურებზე ჩარიცხვა ხორციელდება გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ჩარიცხვა ხორციელდება მთავრობათაშორისი ხელშეკრულებების და “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე.

გამოცდებისა და შეფასების ეროვნულ ცენტრში ბათუმის საზღვაო აკადემიის კოდია – 053, საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტის კოდია – 053-01.
 

სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით კონკურსის საფუძველზე,  საგანმანათლებლო პროგრამის არჩევა ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდის განაცხადის ფორმაში.

ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხავად აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს ოთხი გამოცდა. საკონკურსო რანჟირების სქემას აქვს შემდეგი სახე:

საგანი

ქართული ენა

ზოგადი უნარები

უცხოური ენა

მათემატიკა

კოეფიციენტი

1

5

2

4

 

საგანთა პრიორიტეტი: ზოგადი უნარები-მათემატიკა ან/და გეოგრაფია-ქართული ენა-უცხო ენა

ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვა ხორციელდება სრული საშუალო განათლების საფუძველზე.

 

სწავლის შედეგების ეფასება

სტუდენტის ცოდნის შეფასება ხორციელდება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის №3 ბრძანებისა და აკადემიის შეფასებისა და მონიტორინგის ცენტრის მიერ შემუშავებული დებულების საფუძველზე, კერძოდ:

  • სტუდენტის ცოდნის შეფასება ყოველ საგანში ხორციელდება 100 ქულიანი სისტემით;
  • სემესტრის განმავლობაში სტუდენტს ენიჭება არანაკლებ ორი შუასემესტრული შეფასებება, სემესტრის ბოლოს მან უნდა ჩააბაროს სემესტრის დასკვნითი გამოცდა;
  • შუასემესტრული შეფასებების მეთოდი დამოკიდებულია საგნის სპეციფიკაზე და განმარტებულია საგნის სილაბუსში;
  • შუასემესტრული შეფასებების ჯამური წილი საბოლოო სემესტრულ შეფასებაში შეადგენს 60%-ს (მაქსიმუმ 60 ქულა);
  • სემესტრის ბოლოს ტარდება დასკვნითი გამოცდა წერითი სახით, რომლის წილი საბოლოო სემესტრულ შეფასებაში შეადგენს 40%-ს (მაქსიმუმ 40 ქულა);
  • დასკვნითი გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარია 11 ქულა;
  • სტუდენტის სემესტრული შეფასება კონკრეტულ საგანში ჩაითვლება დადებითად თუ მისი სემესტრული ჯამური შეფასება იქნება არანაკლებ 51 ქულისა;
  • საგნების სემესტრული შეფასებები, რომლებიც საგანმანათლებლო პროგრამაში გაერთიანებულია მოდულში აყალიბებენ მოდულის შეფასებას. თითოეული საგნის წვლილი საბოლოო შეფასებაში იქნება თანაბარი (გამოითვლება საშუალო არითმეტიკული);
  • მოდულში დადებითი საბოლოო შეფასების მისაღებად აუცილებელია, რომ სტუდენტის შეფასება ყოველ სასწავლო საგანში იყოს დადებითი;
  • სტუდენტზე კრედიტის მინიჭება ხდება მხოლოდ დადებითი შეფასების შემთხვევაში;

 

საზღვაო აკადემიაში სტუდენტის ცოდნის შეფასების სქემას კონკრეტულ საგანში აქვს შემდეგი სახე:

საბოლოო შეფასება (ბალებში)

საბოლოო შეფასება 
(ვერბალურად)

მინიჭებული კატეგორია

91-100

ფრიადი

A

81-90

ძალიან კარგი

B

71-80

კარგი

C

61-70

საშუალო

D

51-60

დამაკმაყოფილებელი

E

41-50

არადამაკმაყოფილებელი, სტუდენტს ეძლევა დასკვნითი გამოცდის ერთხელ გადაბარების უფლება

FX

0-40

ჩაიჭრა, სტუდენტმა კრედიტის მისაღებად თავიდან უნდა გაიაროს მოდული

F

 

სტუდენტთა რაოდენობა საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტზე 2011/2012 სასწავლო წლის მეორე სემესტრში შეადგენს 841 სტუდენტს (769 რეგისტრირებული და 72 სტატუს შეჩერებული).

        

სპეციალური მოთხოვნები

აბიტურიენტები, რომელთაც სურვილი აქვთ ჩაირიცხონ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტზე, ვალდებულნი არიან საზღვაო ფლოტის გემებზე მუშაობის უფლების მოსაპოვებლად გაიარონ სპეციალური სამედიცინო შემოწმება (ფორმა # IV-100/ა) საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს სათანადო აღიარების მქონე სამედიცინო ცენტრებში. სამედიცინო შემოწმების აუცილებლობა გამოწვეულია საზღვაო ფლოტის გემებზე მუშაობის სპეციფიკურობით და გათვალისწინებულია, როგორც საქართველოს კანონმდებლობით ასევე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ნორმატიული დოკუმენტებით:

- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  მინისტრის 2007 წლის 11 ივლისის ბრძანება N 215/ნ;

- International Convention on Standards of Training, Certification and Watchkeeping for Seafarers, 1978, as amended in 1995 (Consolidated Text) Regulation I/9; section B-I/9; Table B-I/9-1.