Slide 1

ჩვენი აკადემია

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია მდიდარი ისტორიის უმნიშვნელოვანესი და პირველი საზღვაო საგანმანათლებლო ცენტრია საქართველოში.

Slide 2

საერთაშორისო ურთიერთობები

საზღვაო აკადემია აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა წარმატებული ქვეყნების საზღვაო განათლების ცენტრებთან და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციებთან. ყოველივე ხელს უწყობს ქართული საზღვაო სკოლის სტატუსის ამაღლებას და ჩვენი კადრების დასაქმების ხელშეწყობას შრომის საერთაშორისო საზღვაო ბაზარზე.

Slide 3

სწავლა ჩვენთან

საზღვაო აკადემია ახორციელებს აკრედიტირებულ პროფესიულ, ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებს. სასწავლებლის მდიდარი მატერიალურ–ტექნიკური ბაზა, კვალიფიციური კადრები და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები თქვენი წარმატების საფუძველია პროფესიულ საქმიანობაში.

Previous Next

ელექტრონული სწავლების პორტალი

საზღვაო აკადემიის საგანმანათლებლო ყველა პროგრამაში ქართველი და უცხოელ სტუდენტებისათვის აქტიურად ინერგება ელექტრონული სწავლება.

სტუდენტთა შეფასების სისტემა

აკადემიის სტუდენტთა ვებ-პორტალი, სადაც განთავსებულია ინფორმაცია მათი აკადემიური მდგომარეობის შესახებ, საგამოცდო საკითხები და საგამოცდო განრიგი.

ვიდეო

ნოემბერი 2017

ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30

სიახლის გამოწერა

სახელი:
ელ. ფოსტა:

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ფუნქციონირებს "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის და საზღვაო აკადემიის წესდების მოთხოვნათა შესაბამისად და მისი ამოცანებია:

  • საზღვაო აკადემიაში საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობის შეფასების პროცედურების შემუშავება და ამოქმედება;
  • აკადემიური, ადმინისტრაციული, პედაგოგიური  და დამხმარე პერსონალის სამუშაოზე აყვანისა და კვალიფიკაციის შეფასების მექანიზმების დანერგვა  და განვითარების ხელშეწყობა;
  • სტუდენტთა ცოდნის შეფასების გამჭვირვალე, მიუკერძოებელი და საგანმანათლებლო   მიზნებზე ორიენტირებული სისტემის შექმნა;
  • ხარისხის მართვის საერთაშორისო სისტემის  ISO 9001:2008-ის სტანდარტის ქმედუნარიანობის უზრუნველყოფა საორგანიზაციო, ფუნდამენტალური და ხარისხის მენეჯმენტის სისტემის პროცესების გამართული ფუნქციონირებისათვის;
  • საზღვაო აკადემიის ყველა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების  მომზადების პროცედურების შემუშავება  ნაციონალური და საერთაშორისო კანონმდებლობისა და კონვენციური მოთხოვნების შესაბამისად;
  • სწავლების ხარისხის ამაღლების/გაუმჯობესების ხელშეწყობა უზრუნველყოფა სტუდენტების, პერსონალის, დამსაქმებლებისა და კურსდამთავრებულთა სისტემატური გამოკითხვის  გზით;
  • გამოკითხვის შედეგების ანალიზი და  ხარისხის გაუმჯობესების რეკომენდაციების შემუშავება  სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვის უზრუნველსაყოფად;
  • სტუდენტთა შეფასებების ანალიზის საფუძველზე რეკომენდაციების შემუშავება; 
  • საგანმანათლებლო პროგრამების   აკრედიტაციისათვის  სამუშაო ღონისძიებათა კოორდინირება;
  • კავშირის დამყარება და თანამშრომლობა საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად. მათ შორის  ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორებიცაა:
  • უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაცია (ENQA), ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოთა ქსელი (CEE Network),  აკრედიტაციის ევროპული კონსორციუმი (ECA), და სხვა.
  • სტუდენტთა მობილობის  ხელშემწყობი მექანიზმების დახვეწა. კონფერენციების, ტრენინგების, სემინარების, საკონსულტაციო და საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების, ავტორიზაციასა და აკრედიტაციასთან დაკავშირებულ  საკითხებზე;
  • სასწავლო პროცესის მონიტორინგი და ყოველდღიურ საქმიანობაში წარმოქმნილ შეუსაბამობათა კონტროლი;
  • ავტორიზაციის თვითშეფასების კითხვარის და ავტორიზაციისა და აკრედიტაციის თვითშეფასების წლიური ანგარიშებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადების კოორდინაცია;