Slide 1

ჩვენი აკადემია

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია მდიდარი ისტორიის უმნიშვნელოვანესი და პირველი საზღვაო საგანმანათლებლო ცენტრია საქართველოში.

Slide 2

საერთაშორისო ურთიერთობები

საზღვაო აკადემია აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა წარმატებული ქვეყნების საზღვაო განათლების ცენტრებთან და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციებთან. ყოველივე ხელს უწყობს ქართული საზღვაო სკოლის სტატუსის ამაღლებას და ჩვენი კადრების დასაქმების ხელშეწყობას შრომის საერთაშორისო საზღვაო ბაზარზე.

Slide 3

სწავლა ჩვენთან

საზღვაო აკადემია ახორციელებს აკრედიტირებულ პროფესიულ, ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებს. სასწავლებლის მდიდარი მატერიალურ–ტექნიკური ბაზა, კვალიფიციური კადრები და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები თქვენი წარმატების საფუძველია პროფესიულ საქმიანობაში.

Previous Next

ელექტრონული სწავლების პორტალი

საზღვაო აკადემიის საგანმანათლებლო ყველა პროგრამაში ქართველი და უცხოელ სტუდენტებისათვის აქტიურად ინერგება ელექტრონული სწავლება.

სტუდენტთა შეფასების სისტემა

აკადემიის სტუდენტთა ვებ-პორტალი, სადაც განთავსებულია ინფორმაცია მათი აკადემიური მდგომარეობის შესახებ, საგამოცდო საკითხები და საგამოცდო განრიგი.

ვიდეო

ნოემბერი 2017

ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30

სიახლის გამოწერა

სახელი:
ელ. ფოსტა:

მისია

პრეამბულა
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სასწავლო უნივერსიტეტი - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ აკრედიტებულ, პრესტიჟულ, სპეციალიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომლის ძირითადი დანიშნულებაა თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიციური კადრების მომზადება საზღვაო-სავაჭრო ფლოტსა და საზღვაო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურაში დასასაქმებლად. საგანმანათლებლო საქმიანობა საზღვაო აკადემიაში ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და “მეზღვაურთა მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის სტანდარტების შესახებ” საერთაშორისო  კონვენციის (STCW) შესაბამისად.

ხედვა
გადავაქციოთ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ისეთ საერთაშორისო დონის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად, რომელიც მიმზიდველი იქნება ყველასათვის, ვისაც სურს მიიღოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, მაღალი დონის პროფესიული განათლება საზღვაო ტრანსპორტის ინდუსტრიის სფეროში.

მისია
საზღვაო აკადემიის მისიაა:

  1. ჩამოყალიბდეს სწავლებასა და ცოდნაზე ორიენტირებულ, ხელმისაწვდომ, ღია უნივერსიტეტად, რომელიც იხელმძღვანელებს რა დემოკრატიისა და ჰუმანიზმის პრინციპებით, განათლებისა და დასაქმების სფეროში წარმატების მისაღწევად ითანამშრომლებს სტუდენტებთან, პერსონალთან, დამსაქმებლებთან და საზოგადოების ყველა დაინტერესებულ პირთან და ამავდროულად უზრუნველყოფს სწავლის, სწავლებისა და კვლევის აკადემიურ თავისუფლებას;
  2. მოამზადოს თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე  პასუხისმგებლიანი ლიდერები, რომელთაც ექნებათ პროფესიული პრობლემების იდენტიფიცირებისა და გადაჭრის, პიროვნული პოტენციალის რეალიზებისა და კომუნიკაციის უნარ-ჩვევები,  მაღალი ეთიკური ნორმები, რაც უზრუნველყოფს მათ კონკურენტუნარიანობას შრომის შიდა და საერთაშორისო ბაზარზე;

ღირებულებები

  1. ვაცნობიერებთ, რომ ჩვენზე დაკისრებულია სწავლების, კვლევისა და ცვლილებების განმახორციელებლების როლი;
  2. ვაცნობიერებთ, რომ ვალდებულნი ვართ ხელი შევუწყოთ ცოდნისა და პროფესიული პრინციპების განვითარებას საზღვაო საზოგადოებაში;
  3. ვაცნობიერებთ, რომ საგანმანათლებლო პროცესი და საგანმანათლებლო პროგრამები უნდა იყოს ორიენტირებული:
  1. სტუდენტის ინტერესებზე;
  2. ცოდნაზე, უნარების განვითარებასა და პროფესიონალიზმზე;
  3. სწავლის შესაძლებლობაზე სიცოცხლის ნებისმიერ ეტაპზე;
  4. ეთიკისა და მოქალაქეობის განცდის განვითარებაზე;
  5. ელასტიკურობაზე და ინოვაციებზე;
  6. ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე;
  7. საზოგადოების წევრების პატივისცემასა და ტოლერანტობაზე;
  8. გარემომცველი სამყაროს დაცვაზე.
  1. გვაქვს ინტელექტუალური ზრდის რწმენა;
  2. გვჯერა ისეთი აზროვნების დამკვიდრებისა, რომელიც გულისხმობს თავისუფლად შეკითხვის დასმას, სხვისი თვალსაზრისის პატივისცემას, დასაბუთებული კვლევითი ხასიათის შეკითხვების ფორმულირებას;
  3. გვჯერა, ისეთი აზროვნების დამკვიდრებისა, რომელიც გულისხმობს  კოლეგიური დიალოგისა და დებატების შესაძლებლობას სტუდენტების, პერსონალისა და მასწავლებლების საზოგადოებაში, რის შედეგადაც შესაძლებელია, ყველასათვის მისაღები კოლექტიური გადაწყვეტილებების მიღება;
  4. გვჯერა, რომ სწავლებასა და კვლევას აქვს ურთიერთშემავსებელი მნიშვნელობა;

მიზნები
გამომდინარე მისიიდან, საზღვაო აკადემიის მიზანია:

  1. კვალიფიციური კადრების მომზადება საზღვაო-სავაჭრო ფლოტსა და საზღვაო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურაში დასასაქმებლად;
  2. სასწავლო პროცესის უზრუნველყოფა თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამებით, რომლებიც ხელს შეუწყობს სტუდენტების მიერ არჩეული პროფესიისათვის საჭირო პრაქტიკული ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენას;
  3. ისეთი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და უზრუნველყოფა, რომლებიც სტუდენტებში განავითარებს მართვისა (ლიდერობისა) და კვლევისათვის აუცილებელ ანალიზის უნარ-ჩვევებს;
  4. ისეთი საგანმანათლებლო გარემოს შექმნა, რომელიც ხელს უწყობს მაღალი მორალური ღირსებების მქონე მოქალაქის აღზრდას, რომლის მსოფლმხედველობა დაფუძნებული იქნება ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებზე, გარემომცველი ბუნებისადმი მზრუნველობის, ჰუმანიზმისა და სოციალური, ეთნიკური, რელიგიური, რასობრივი და გენდერული ტოლერანტობის პრინციპებზე.

დასახული მიზნების მისაღწევად საზღვაო აკადემიის ამოცანაა:

  • შეინარჩუნოს ნიჭიერი და გამოცდილი პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც უზრუნველყოფენ აკადემიის მიზნების ოპტიმალურად და სრულყოფილად შესრულებას;
  • შეინარჩუნოს და განავითაროს აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და სასწავლო-ტექნიკური აღჭურვილობა ინდუსტრიის უახლესი მოთხოვნების შესაბამისად;
  • მოიწვიოს პროფესიონალი და გამოცდილი კადრები;
  • შეუქმნას სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს სწავლის, სწავლებისა და კვლევისათვის აუცილებელი პირობები;
  • უზრუნველყოს პროფესორ-მასწავლებლები პროფესიული, პედაგოგიური და სამეცნიერო ზრდისათვის აუცილებელი საშუალებებით;
  • ითანამშრომლოს საქართველოსა და უცხოეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი  გამოცდილების გაზიარებისა და სტუდენტთა მობილობის უზრუნველყოფის მიზნით;
  • ითანამშრომლოს დასაქმების ეროვნულ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან (კრუინგული კომპანიები, სტივიდორული ფირმები, საზღვაო პორტების ადმინისტრაციები და სხვა).